ბარსელონა ადამა ტრაორეს დაბრუნებას განიხილავს

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და “ვულვზის” 26 წლის შემტევი – ადამა ტრაორე, “ბარსელონაში” დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა.

ცნობილი ესპანელი ჟურნალისტები და სპორტული მედიების ცნობით, “ბარსელონა” ადამასთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და რამდენიმე საათში ინფორმაცია დადასტურდება. უსმან დემბელეს კლუბიდან წასვლის შემდეგ, კატალონიელებს ადამა ტრაორეს სეზონის ბოლომდე დამატება სურთ.

ადამა ტრაორე “ბარსელონა ბ”-ს შემადგენლობაში 2013-2015 წლებში თამაშობდა, სადაც 68 მატჩში 3 გოლის გატანა შეძლო. 2015 წელს კი “ბარსელონას” ძირითად გუნდში ამოიყვანეს, სადაც 1 თამაშის შემდეგ “ასტონ ვილაში” გაანათხოვრეს.

ბარსელონა ადამა ტრაორეს დაბრუნებას განიხილავს

სტატიის ავტორი
-