ბარსელონა ათწლეულის საუკეთესო გუნდად დასახელდა

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) “ბარსელონა” გასული ათწლეულის საუკეთესო კლუბად დაასახელა.

“კატალონიელებმა 21-ე საუკუნის როგორც პირველი, ახლა უკვე მეორე ათწლეულის საუკეთესოს პრიზი მოიგეს,” – წერია IFFHS-ის ოფიციალურ განცხადებაში.

“ბარსა” საუკეთესოთა სიას 2877 ქულით ლიდერობს, რის შემდეგაც “რეალი” (2782) და “ბაიერნი” (2594) მოდიან.

2011/2020 წლებში ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ, ხოლო ლა ლიგა 6-ჯერ მოიგო. გარდა ამისა, “ბლაუგრანამ” ესპანეთის თასის 6 ტიტულსა და UEFA-ს სუპერთასის 2 თასს დაეუფლა.

ბარსელონა ათწლეულის საუკეთესო გუნდად დასახელდა 1

ბარსელონა ათწლეულის საუკეთესო გუნდად დასახელდა

სტატიის ავტორი
-