ბარსელონამ არსენალს შეთავაზება გაუკეთა

სატრანსფერო პერიოდი დასკვნით ფაზაში გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემადგენლობის გაძლიერებისა და გადახალისების მსურველ კლუბებს სულ ცოტა დრო რჩებათ დასახული მიზნის მისაღწევად.

ამჯერად მოვლენების ეპიცენტრში ჰექტორ ბელერინი მოექცა, რომლის გადაბირებითაც ესპანური გრანდი – “ბარსელონა” ინტერესდება.

Sport.es-ის ინფორმაციით ესპანურმა კლუბმა ინგლისელებს შეთავაზება უკვე გაუკეთა, რომლის თანახმადაც ფეხბურთელის სანაცვლოდ კატალონიური კლუბი 25 მილიონ ევროს გადაიხდის.

შეგახსენებთ, რომ ჰექტორ ბელერინის შეძენით აქამდე “პსჟ” ინტერესდებოდა, თუმცა როგორც გამოიკვეთა არსებული რეალობა სხვაგვარია.

ბარსელონამ არსენალს შეთავაზება გაუკეთა

სტატიის ავტორი
-