ბარსელონას და რეალის შემადგენლობები ცნობილია 

ლა ლიგის მეათე ტურის ეგიდით გასამართი ელ კლასიკოს დაწყებამდე 1 საათით ადრე, “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალის” ძირითადი შემადგენლობები ცნობილი გახდა.

“კამპ ნოუზე” გასამართ შეხვედრას მასპინძლები შემდეგი თერთმეტეულით დაიწყებენ: ტერ შტეგნი –  სემედუ, პიკე, ლენგლე, ალბა – რობერტო, რაკიტიჩი, დე იონგი, სუარესი, მესი, გრიზმანი.

რაც შეეხებათ სტუმრებს, ზიდანის სასტარტო შემდეგნაირია: კურტუა, – კარვახალი, რამოსი, ვარანი, მენდი – ვალვერდე, კროოსი, კაზემირო – ბეილი, ბენზემა, ისკო.

“ბარსელონასა” და “რეალის” პრინციპული დაპირისპირება 23:00 საათზე დაიწყება.

ბარსელონას და რეალის შემადგენლობები ცნობილია 

სტატიის ავტორი
-