ბარსელონას შთამბეჭდავი შეთავაზება ინტერს

როგორც ჩანს, “ბარსელონა” ლაუტარო მარტინესის გადაბირებით სერიოზულადაა დაინტერესებული.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, კატალონიური კლუბი მილანის “ინტერთან” მოლაპარაკებას იწყებს.

SPORT-ის თანახმად, “ბარსა” იტალიურ კლუბს 52 მილიონ ევროს სთავაზობს. გარდა ამისა, კლუბი მზადაა, რომ მარტინესის სანაცვლოდ “ინტერს” 2 ფეხბურთელი დაუთმოს.

ესპანური მედიის მიხედვით, 22 წლის ლაუტაროს ტრანსფერში “ბარსელონა” ნელსონ სემედუს, კარლოს ალენიას ან არტურო ვიდალს ჩართავს.

ლაუტარო მარტინესი “ინტერში” 2 წლის წინ გადავიდა. მიმდინარე სეზონში შემტევის ანგარიშზე 12 გოლი და 3 ასისტია.

 

ბარსელონას შთამბეჭდავი შეთავაზება ინტერს

სტატიის ავტორი
-