ბარსელონას თავდასხმის ხაზი იშლება – დემბელეც ტრავმირებულია

“ბარსელონა” სეზონის სტარტზე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

ერნესტო ვალვერდეს მომზადებული გუნდის ფეხბურთელების ტრავმებმა შეაწუხეს. “ლა ლიგის” დაწყებამდე ტრავმა მიიღო ლიონელ მესიმ და ის სეზონის დებიუტს ტოვებს.

“ლა ლიგის” პირველსავე ტურში, 37-ე წუთზე დაზიანება მიიღო ლუის სუარესმა და ურუგვაელი თავდამსხმელი კატალონიელებს დაახლოებით 1 თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

გუშინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრავმირებულია კიდევ ერთი შემტევი, უსმან დემბელე. ფრანგ ფეხბურთელს მარცხენა ფეხი აწუხებს და 5 კვირას ტოვებს.

შეიძლება ითქვას, რომ “ბარსელონაში” ეპიდემიაა. თავდასხმის ხაზში მხოლოდ ახალწვეული, ანტუან გრიზმანი დარჩა. მესი, სუარესი და დემბელე კი გუნდს 1 თვე ვერ დაეხმარებიან.

შეგახსენებთ, რომ “ლა ლიგის” პირველსავე ტურში გუნდმა “ბილბაოსთან” 1:0 წააგო. ხოლო მეორე ტურში საკუთარ მოედანზე “ბეტისს” უმასპინძლებს. მატჩი 25 აგვისტოს 23:00 საათზე დაიწყება.

ბარსელონას თავდასხმის ხაზი იშლება – დემბელეც ტრავმირებულია

სტატიის ავტორი
-