ბარსელონას უცნაური ტრანსფერი – მეფესთან პრინცი მოჰყავთ

“ბარსელონამ” საინტერესო და უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. გუნდი “სასუოლოდან” კევინ პრინც ბოატენგს შეიძენს.

ტრანსფერი ოფიციალურად რამდენიმე საათში დადასტურდება. “ბარსელონსა” და “სასუოლოს” შორის მოლაპარაკება ფეხბურთელის ნახევარსეზონიან იჯარას გულისხმობს, რომელიც კატალონიურ კლუბს 2 მლნ. ევრო დაუჯდება. სეზონის ბოლოს კი “ბლაუგრანას” ბოატენგის 8 მლნ. ევროდ გამოსყიდვა შეეძლება.

ბოატენგს კარიერის საუკეთესო პერიოდი “მილანში” ჰქონდა. “როსონერიში” ის 2010-13 წლებში თამაშობდა. იტალიურ გრანდში განელმა 100 თამაში ჩაატარა და 17 ბურთი გაიტანა. ის გუნდის ლიდერი იყო. განას ნაკრებში პრინცს 15 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 ბურთი გატანილი.

ბარსელონას უცნაური ტრანსფერი – მეფესთან პრინცი მოჰყავთ

სტატიის ავტორი
-