ბართომეუმ ნეიმარის ტრანსფერზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ხოსე მარია ბართომეუმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი არ გეგმავს ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის დაბრუნებას.

„ნეიმარმა დატოვა გუნდი და ჩვენ არც კი ვფიქრობთ მის უკან გადმოყვანას, ეს მისი არჩევანი იყო“ – განაცხადა ხომე მარია ბართომეუმ.

 

იგივე შინაარსის განცხადება რამდენიმე დღის წინ “ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა, ხორდი კონდონერიმ გააკეთა. „გუნდის ხელმძღვანელობას ნეიმარის დაბრუნების საკითხი არ განუხილავს. შესაბამისად, ამ ტრანსფერთან დაკავშირებით საუბარი სიმართლეს არ შეესაბამება”, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს “პსჟ-მ” კატალონიელებს ნეიმარის სანაცვლოდ €222 მილიონი გადაუხადა.

ბართომეუმ ნეიმარის ტრანსფერზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

სტატიის ავტორი
-