ბართომეუს დღეები დათვლილია – ბარსელონას ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ხმები შეგროვდა

როგორც იცით, ახლახან “ბარსელონას” პრეზიდენტის, ჟოზეპ მარია ბართომეუს გადადგომის მოთხოვნით შეგროვებული ხელმოწერების ვალიდურობის დადგენის პროცესი  მიმდინარეობდა. ოფიციალური ინფორმაციით, დირექტორთა საბჭოს წინააღმდეგ შექმნილმა მოძრაობამ თავი 20 000-ზე მეტ ხმას მოუყარა, საიდანაც, ვალიდურ ხმათა რაოდენობამ 16 521-ს მიაღწია, რაც უნდობლობის საკითხის აღძვრისათვის სრულიად საკმარისია.

“ბარსელონას” ხელმძღვანელობის წინააღმდეგ 16 521 ხმა შეგროვდა, რაც საკმარისია მათი ხელმძღვანელობიდან წასვლის თაობაზე. “ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტი, ჟორდი კარდონერი ხვალ, თბილისის დროით, 13:00 საათზე პრესკონფერენციას გამართავს. EL Paris-ის ინფორმაციით, ჟოზეპ მარია ბართომეუ პოსტიდან გადადგომას გეგმავს.

 

ბართომეუს დღეები დათვლილია – ბარსელონას ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ხმები შეგროვდა

სტატიის ავტორი
-