ბათუმის დინამოს სავარაუდო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბათუმის “დინამოს” სავარაუდო მეტოქეების ვინაობა ცნობილია. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის პირველ სავალიფიკაციო ეტაპზე, განუთესავთა შორის მოხვდა.

ბათუმის “დინამოს” კოეფიციენტი 3.250-ს შეადგენს, რაც განთესილთა შორის მოსახვედრად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ამ დროისათვის ბათუმის “დინამოს” სავარაუდო მეტოქეებია:

“მალმიო”
“ლუდოგორეცი”
“ბოდო გლიმტი”
“ფერენცვაროში”
“სლოვანი”
“ჰიკი”
“ნიუ სეინტსი”
“ჟალგირისი”

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბათუმის “დინამოს” 17 სავარაუდო მეტოქე ეყოლება, დანარჩენი გუნდების ვინაობა ჩემპიონატების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ბათუმის დინამოს სავარაუდო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე

სტატიის ავტორი
-