ბათუმის სტადიონზე გარე განათების მონტაჟი დასრულდა (ფოტოები)

“შპს სტადიონი”, რომელიც ბათუმის ახალი სტადიონს აშენებს, ზღვისპირეთის არენის ახალ ფოტოებს აქვეყნებს.

ბათუმის “დინამოს” ახალ არენაზე გარე განათების მონტაჟი დასრულდა. ამჟამად განათება სატესტო რეჟიმშია და დეტალურ შემოწმებას გადის.

“განათების პროგრამული და ტექნოლოგიური მოცემულობა საშუალებას იძლევა სტადიონის გარე ფასადი სხვადასხვა სახითა და ფორმით განათდეს.

განათების პანელი დამზადებულია ალუმინისაგან და გარსს პოლიკარბონატი წარმოადგენს. კონსტრუქცია გარემო პირობების მიმართ მდგრადი და ცეცხლმედეგია. უშუალოდ ნათება დიოდურია და მაღალი ეკონომიურობით გამოირჩევა”, – წერია “შპს სტადიონის” გვერდზე.

ბათუმის სტადიონზე გარე განათების მონტაჟი დასრულდა (ფოტოები)

სტატიის ავტორი
-