ბათუმის სტადიონმა უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა
ბათუმის ახლადაშენებულმა სტადიონმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა. “დინამო ბათუმის” საშინაო არენამ აღნიშნულ ნომინაციაში გაიმარჯვა და პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი მაიამიში გამართულ ღონისძიებაზე გახდა. ბათუმის სტადიონის მშენებლობა 2018 წლის იანვრიდან 2020 წლის ივლისამდე მიმდინარეობდა და ხარჯებმა 141 მილიონი ლარი შეადგინა. სტადიონი 2020 წლის ბოლოს გაიხსნა და მას შემდეგ იქ საშინაო […]
ოფიციალურად: ქუთაისის ტორპედოს შოტლანდიელი მწვრთნელი უხელმძღვანელებს
ინფორმაცია, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა, ოფიციალურად დადასტურდა – სტივ კინი ქუთაისის “ტორპედოს” უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა და დასძინა, რომ შოტლანდიელი სპეციალისტის წარდგენა 19 მაისს შედგება. 55 წლის სპეციალისტი “ფულემსა” და “რეალ სოსიედადში” კრის კოულმენის ასისტენტი გახლდათ, მოგვიანებით “ბლექბერნში” სემ ელერდაისის თანაშემწე იყო, შემდეგ კი მთავარ მწვრთნელადაც მუშაობდა. ავსტრალიურ “მელბურნში” მწვრთნელის […]
ქუთაისის ტორპედოში შოტლანდიელი მწვრთნელის დანიშვნა განიხილება
Matchday-ის მიერ გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის “ტორპედოს” ახალი მთავარი მწვრთნელი შოტლანდიელი სტივ კინი იქნება. როგორც ირკვევა, სტივ კინი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მწვრთნელი უახლოეს პერიოდში გახდება. კარიერის განმავლობაში 55 წლის შოტლანდიელი სპეციალისტი სტივ კინი “ფულემსა” და “რეალ სოსიედადში” კრის კოულმენის ასისტენტი გახლდათ, მოგვიანებით “ბლექბერნში” სემ ელერდაისის თანაშემწე იყო, შემდეგ კი მთავარ მწვრთნელადაც მუშაობდა. ავსტრალიურ “მელბურნში” […]
საფეხბურთო კლუბი თელავი მთავარმა მწვრთნელმა, ვარდან მინასიანმა დატოვა. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია თავად კახურმა კლუბმა გაავრცელა. გარდა სომხეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელისა, ეროვნული ლიგის წარმომადგენელი კლუბი მისმა ასისტენტებმა, არტაკ ოსეიანმა (პირველი ასისტენტი) და არტურ მკრტჩიანმაც (ფიზმომზადების მწვრთნელი) დატოვეს. კლუბმა ასევე დაანაონსა, რომ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა გულშემატკივრისთვის მალე გახდება ცნობილი. ვარდან მინასიანმა, რომელსაც ერთ-ერთი საუკეთესო […]
დინამო ბათუმმა ლუკა ზარანდია დაიმატა
26 წლის ქართველი ფეხბურთელი ლუკა ზარანდია კარიერას სამშობლოში გააგრძელებს. შემტევმა ნახევარმცველმა, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული, ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. თბილისის “ლოკომოტივის” აკადემიის აღზრდილ ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში ბელგიის, პოლონეთისა და ყაზახეთის ჩემპიონატებში უთამაშია, ბოლოს კი “კორონა კიელჩეს” შემადგენლობაში გამოდიოდა. ლუკა ზარანდიას გარდა, “დინამო ბათუმმა” 30 წლის ქართველი თავდამსხმელი, თორნიკე კაპანაძე, 28 წლის […]
მაყურებლის გარეშე და პრეზიდენტის 1-წლიანი დისკვალიფიკაცია – დინამო ბათუმი მკაცრად დასაჯეს
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, “დინამო ბათუმი”, ეროვნული ლიგის 34-ე ტურის შეხვედრაში, წყალტუბოს “სამგურალის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო მკაცრად დასაჯეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, აჭარულმა კლუბმა როგორც ფინანსური ჯარიმა, ისე კონკრეტული პირების დისკვალიფიკაცია მიიღო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით: ბათუმის „დინამო“ მომდევნო მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს და დაეკისრა […]
theguardian-მა ლუკა პარკაძე მსოფლიოს 60 საუკეთესო ნიჭიერ ახალგაზრდას შორის შეიყვანა
“დინამო თბილისის” აღზრდილი შემტევი ნახევარმცველი, ლუკა პარკაძე, რომელიც ახალი წლიდან კარიერას მიუნხენის “ბაიერნში” გააგრძელებს, theguardian-მა მსოფლიოს 60 ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელის სიაში შეიყვანა. ამ სიაში ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომლებიც 2005 წლის შემდეგ დაიბადნენ. “ძნელი სათქმელია, გერმანიის 17-წლამდელთა წინააღმდეგ საყოველთაოდ სოლიდური თამაში იყო გადამწყვეტი თუ ჩეხეთის 17-წლამდელთა წინააღმდეგ გამარჯვების გოლი, რომელიც მან 16 წლის ასაკში გაიტანა, მაგრამ […]
დინამო თბილისმა ბელარუსის ნაკრების მეკარე დაიმატა
საქართველოს ექს-ჩემპიონმა, “დინამო თბილისმა” ბელარუსის ნაკრების მეკარე, ანტონ ჩიჩკანი დაიმატა. 27 წლის გოლკიპერის დამატების შესახებ, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა. ანტონ ჩიჩკანი ბორისოვის “ბატეს” აღზრდილია და ბელარუსის ყველაზე წარმატებული კლუბის მთავარ გუნდში 5 წლის განმავლობაში ირიცხებოდა და 77 შეხვედრაში აქვს ნათამაშები. ბოლოს, ჩიჩკანი რუსული “უფას” შემადგენლობაში ირიცხებოდა, თუმცა იქ მხოლოდ 6 თვე გაატარა. “დინამო თბილისს” […]
ოფიციალურად: პაატა ღუდუშაური დინამო ბათუმის ფეხბურთელია
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს პირველი ფეხბურთელი დაიმატა. ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართულ მედიაში გავრცელებული ცნობები აჭარულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა და პაატა ღუდუშაურის დამატება გაასაჯაროვა. 25 წლის შემტევმა ახალ კლუბთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. მაშინ, როცა გორის “დილადან” მარჯვენა ფლანგის ვინგერის დამატებაზე პირველი ცნობები გაჟღერდა, ბათუმელი ქომაგები ინფორმაციას პროტესტით შეხვდნენ. საქმე იმაშია, რომ 2019 წლის […]
პაატა ღუდუშაური დინამო ბათუმში გადადის – ქომაგები ტრანსფერს აპროტესტებენ
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრაში, “დინამო ბათუმმა” პოზნანის “ლეხთან” სტუმრად – 0:5 წააგო და შემდეგი ეტაპზე გასვლის შანსები მიზერულამდე დაიყვანა. მძიმე მარცხის შემდეგ, ქართულ მედიაში, კონკრეტულად საფეხბურთო გვერდის, Geo Team-ის მეშვეობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი ეროვნული ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა ვინგერს, პაატა ღუდუშაურს იმატებს. აღნიშნული ცნობა Live.ge-ს სანდო წყარომაც დაუდასტურა. მოგვიანებით, […]
თელავის კაპიტანი სერბეთის მეოთხეადგილოსან გუნდში გადავიდა
საფეხბურთო კლუბ “თელავის” კაპიტანი, ანტონ თოლორდავა კარიერას სერბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს და ამ ქვეყნის ერთ-ერთ წარმატებულ კლუბ, “რადნიჩკი ნისს” შეუერთდება. 25 წლის ცენტრალური მცველი კახურ კლუბს უკვე დაემშვიდობა და მალე სერბეთის სუპერ ლიგის წინა სეზონის მეოთხეადგილოსან გუნდს შეუერთდება. “რადნიჩკის” 2022/23 წლების სეზონში UEFA-ს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობის მიღების უფლება ექნება. “თელავის” შემადგენლობაში გატარებულ თითქმის 5 […]
დინამო ბათუმმა მონტენეგროელი ლეგიონერი გაუშვა
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, “დინამო ბათუმმა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პირველი ცვლილება განახორციელა. აჭარულმა კლუბმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მონტენეგროელ შემტევ ნახევარმცველ, სტეფან დენკოვიჩთან გაწყვიტა. 31 წლის ფეხბურთელი “დინამო ბათუმს” 2022 წლის დასაწყისში შეუერთდა, თუმცა მისი კარიერა ქართულ კლუბში არც ისე წარმატებულად აეწყო და ეროვნულ ლიგაში მხოლოდ 4 შეხვედრის ჩატარება და 1 საგოლე პასის გაკეთება მოასწრო. “დინამო […]