ბეილი: ,,5:0 რომ მოგვეგო, რონალდუ გოლს თუ ვერ გაიტანდა, გასახდელში ბუცებს მოისვრიდა, თითქოს, გაბრაზებული იყო”

უელსის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა, გარეტ ბეილმა, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა:

,,იყო მომენტები, როცა, მაგალითად, 5:0-ს ვიგებდით, რონალდუ კი, თუ გოლს ვერ იტანდა, გასახდელში შემოდიოდა და ბუცებს მოისვრიდა, თითქოს, გაბრაზებული იყო… თუმცა, ის მშვენიერი ადამიანია და არანაირი პრობლემა არ გვქონია.

– როცა ოქროს ბურთებს იგებდა, თანაგუნდელებს მადლობას გიხდიდათ?

– ვფიქრობ, კი, მაგრამ… კი…” – თქვა სიცილით უელსელმა.

ბეილი: ,,5:0 რომ მოგვეგო, რონალდუ გოლს თუ ვერ გაიტანდა, გასახდელში ბუცებს მოისვრიდა, თითქოს, გაბრაზებული იყო”

სტატიის ავტორი
-