ბეილს + 70 მილიონი – პერესის ახალი გეგმა შეტევის გასაძლიერებლად 

მართალია, გარეთ ბეილი მადრიდის “რეალში” დარჩა და თითქოს ზინედინ ზიდანთან კონფლიქტიც ერთი შეხედვით აღმოიფხვრა, მაგრამ უელსელი ვინგერის “სამეფო კლუბში” ხანგრძლივი მომავალი რთული წარმოსადგენია.

დიდი ალბათობით, 30 წლის ფეხბურთელი “ბლანკოსებს” სეზონის ბოლოს დატოვებს, ყველაზე ტიტულოვან ესპანურ კლუბს კი ლუკა იოვიჩის და ედენ აზარის დამატების შემდეგ, მარჯვენა ფლანგზეც ტოპ კლასის ფეხბურთელის მოყვანა და ახალი შემტევი ტრიოს შექმნა სურს.

ამჟამად, ფლორენტინო პერესის რადარზე რაჰიმ სტერლინგი გამოჩნდა, რომელსაც პეპ გვარდიოლას ხელში უდიდესი წინსვლა აქვს და დღესდღეობით მსოფლიოს ხუთ საუკეთესო შემტევ ფეხბურთელს შორის შედის. ინგლისის ნაკრების და “მანჩესტერ სიტის” 7-იანს თავად პერესი 150 მილიონ ევროდ აფასებს, ამიტომაც 70-ის გადახდას ნაღდი ფულით აპირებს, დანარჩენის სანაცვლოდ კი გარეთ ბეილის გამოყენებას აპირებს.

“ქალაქელთა” 24 წლის თავდამსხმელმა ამ სეზონში 15 მატჩში ყველა ტურნირზე 13 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა, გარდა ამისა, ეროვნული გუნდის ბოლო 8 შეხვედრაში სტერლინგმა მეტოქის კარი 8-ჯერ აიღო და ამდენჯერვე თანაგუნდელებს გაატანინა.

ბეილს + 70 მილიონი – პერესის ახალი გეგმა შეტევის გასაძლიერებლად 

სტატიის ავტორი
-