ბეილს რეალის მაისურით 100 გოლი დაუგროვდა

მადრიდის “რეალის” შემტევისთვის, გარეთ ბეილისთვის მადრიდული დერბი მნიშვნელოვნად საიუბილეო აღმოჩნდა.

“რეალმა” “ატლეტიკოს” სტუმრად, “ვანდა მეტროპოლიტანოზე” 1:3 მოუგო. მესამე ბურთის ავტორი სწორედ ბეილი აღმოჩნდა, რომლისთვისაც “რეალის” რიგებში საიუბილეო, მე-100 გოლი იყო.

გარეთ ბეილი “სამეფო კლუბში” 2013 წლიდან თამაშობს და 100 გოლის გასატანად 217 მატჩის ჩატარება დასჭირდა.

მიმოხილვა: https://www.live.ge/video-mimokhilvebi/atletiko-1-3-reali-mimokhilva/

ბეილს რეალის მაისურით 100 გოლი დაუგროვდა

სტატიის ავტორი
-