იუვენტუსმა სუპერლიგიდან გამოსვლის პროცესი დაიწყო
ტურინის “იუვენტუსმა” ევროპის სუპერლიგიდან გამოსვლის პროცესი დაიწყო. “ბიანკონერის” წარმომადგენლებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ “რეალისა” და “ბარსელონას” მესვეურებთან მოლაპარაკებები დაწყებულია, რათა იტალიური ფეხბურთის ფლაგმანმა კლუბმა, პროექტიდან გასვლა შეძლოს. მიმდინარე წლის ივნისში, კლუბმა დაადასტურა, რომ “რეალსა” და “ბარსელონას” წერილობითი ფორმით მიმართეს, რათა სუპერლიგიდან გასვლის პროცესი დაწყებულიყო. ცნობილია, რომ “იუვენტუსს” სუპერლიგის დასატოვებლად, ესპანური გრანდების თანხმობა სჭირდება. შეგახსენებთ, ევროპის სუპერლიგის […]
2024 წლიდან კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკლებს ჩაიბარებს. ამავე წყაროზე დაყრდნობით, იტალიელი სპეციალისტი სამხრეთ ამერიკულ ნაკრებში მუშაობას 2024 წლის ივნისიდან შეუდგება. აღნიშნული ინფორმაცია ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ედნალდომაც დაადასტურა. საინტერესოა, რომ თავდაპირველად კარლო ანჩელოტიმ ყველაფერი უარყო და განაცხადა, რომ ბრაზილიის ნაკრების ჩაბარებას არ აპირებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ “პენტა კამპეონესის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე […]
ცნობილია, ვინ იქნება რეალის ახალი კაპიტანი მომავალი სეზონიდან
,,რეალმა” მომავალი სეზონისთვის გუნდის კაპიტნები ოფიციალურად წარადგინა. ,,სამეფო კლუბის” კაპიტანი ნაჩო ფერნანდესი იქნება, ვიცეკაპიტანი – ლუკა მოდრიჩი, მე-3 და მე-4 კაპიტნები კი – დანი კარვახალი და ტონი კროოსი. გასულ სეზონში მადრიდელთა კაპიტანი კარიმ ბენზემა იყო, რომელმაც ზაფხულში გუნდი დატოვა და ,,ალ იტიჰადს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ,,რეალი” 2023-2024 წლების სეზონის პირველ მატჩს 13 აგვისტოს, ,,ბილბაოსთან” […]
2025 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს აშშ უმასპინძლებს
პირველ 32-გუნდიან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს 2025 წელს ამერიკის შეერთებული შტატები უმასპინძლებს. ინფორმაციას ფიფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, მასპინძლის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იყო ინფრასტრუქტურისა და სერვისის მოთხოვნები, ასევე, ტურნირის ფართო, სტრატეგიული ამოცანები. ფიფას გადაწყვეტილებით, 32 გუნდიდან ოკეანეთს – 1, აზიას, აფრიკასა და ჩრდ. ამერიკას 4-4, სამხრეთ ამერიკას – 6, ევროპას კი 12 წარმომადგენელი ეყოლება. 32-ე […]
“ფინალმა ჩემს გადაწყვეტილებაზე იმოქმედა” – ჯუდ ბელინგემი
მადრიდის “რეალში” გადასვლის შემდეგ, ჯუდ ბელინგემმა პირველი კომენტარი გააკეთა. 19 წლის ინგლისელი ნახევარმცველი იმ გარემოების შესახებ საუბრობს, რის შემდეგაც, “რეალში” გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. “ჩემპიონთა ლიგის (“რეალი” – “ლივერპული”) ფინალს ვუყურებდი – სწორედ ეს გახდა ძირითადი ფაქტორი, რის გამოც “რეალში” გადასვლის გადაწყვეტილება მივიღე. მსოფლიოს საუკეთესო კლუბს ვუერთდები და ფული არაფერ შუაშია”, – ჯუდ ბელინგემი. შეგახსენებთ, ოფიციალურად […]
კროოსი ბელინგემზე: ,,ჩვენ გვყავდა ფეხბურთელი, რომელიც დიდი ფულის სანაცვლოდ მოვიდა და მისი კარიერა დასამარდა”
,,რეალის” ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, მადრიდულ გუნდში ჯუდ ბელინგემის ტრანსფერი შეაფასა. გერმანელმა, ნახევარმცველზე საუბრისას, სავარაუდოდ, ედენ აზარზე მიანიშნა: ,,103-მილიონიანი ტრანსფერი? ჩვენ უკვე გვყავდა ფეხბურთელი, რომელიც დიდი ფულის სანაცვლოდ მოვიდა და მისი კარიერა პირდაპირი მნიშვნელობით დასამარდა. ვფიქრობ, ყველა იტყვის, რომ ეს არც ისე კარგი ტრანსფერი იყო… მაგრამ, მოდით, ახლა პოზიტიურად ვიფიქროთ,” – კროოსის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს. აზარი […]
ოფიციალურად: ბელინგემი რეალის ფეხბურთელია
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ჯუდ ბელინგემმა “რეალთან” 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 19 წლის ნახევარმცველის წარდგენა 15 ივნისს შედგება. ბელინგემის ტრანსფერთან დაკავშირებით, “სამეფო კლუბმა” Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტი განათავსა. ცნობილია, რომ “რეალი” ბელინგემის სანაცვლოდ 103 მილიონ ევროს გადაიხდის. შეგახსენებთ, ბელინგემი “დორტმუნდს” 2020 წელს შეუერთდა. ბუნდესლიგაში ნახევარმცველმა 132 მატჩი ჩაატარა, სადაც 24 გოლი გაიტანა და 25 საგოლე […]
ალ აჰლის შეთავაზების მიუხედავად, მოდრიჩს რეალში დარჩენა სურს
მადრიდის ,,რეალის” ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი მომავალ სეზონში კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელებას არ აპირებს. ინფორმაციას Marca ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ,,ალ აჰლის’ ‘შეთავაზების მიუხედავად, ხორვატს ,,სამეფო გუნდში” სურს დარჩენა. არაბული კლუბი მზადაა, 37 წლის ფეხბურთელს წელიწადში ხელფასის სახით 80 მილიონი ევრო გადაუხადოს. როგორც მარკა წერს, თავად მოდრიჩს კარიერის დასრულება ,,რეალში” აქვს გადაწყვეტილი და უკვე გუნდთან ახალი კონტრაქტიც […]
უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა. გუნდში ყველაზე მეტი – 7 ფეხბურთელი ,,მანჩესტერ სიტიდანაა”, 2-2 კი ,,ინტერიდან” და ,,რეალიდან”. ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის სიმბოლური თერთმეტეული ასე გამოიყურება: მეკარე – ტიბო კურტუა (რეალი) მცველები – კაილ უოკერი, რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), ალესანდრო ბასტონი, ფედერიკო დიმარკო (ინტერი) ნახევარმცელები – როდრი, სტოუნსი, კევინ დე ბრუინე (მანჩესტერ სიტი) თავდამსხმელები […]
“ალ იტიჰადი ახალი გამოწვევაა – აქ მოსაგებად ვარ” – ბენზემა
ქარიმ ბენზემა კარიერას “ალ იტიჰადში” გააგრძელებს. ინფორმაციას არაბული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 35 წლის თავდამსხმელმა ახალ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. როგორც ფაბრიციო რომანო წერს, ფეხბურთელის ანაზღაურება სეზონში 200 მილიონი ევრო იქნება. ახალი გამოწვევის მიღების შემდეგ, ბენზემამ პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ “ალ იტიჰადში” ტიტულების მოსაგებად გადავიდა. “ჩემთვის “ალ იტიჰადი” ახალი გამოწვევაა. მაღალი დონის ლიგაა […]
“მტკივნეულია, მაგრამ მიმართულებები იცვლება” – ქარიმ ბენზემა
მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავი – ქარიმ ბენზემა კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბენზემამ “ალ იტიჰადთან” შეთანხმებას მიაღწია და 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. “სამეფო კლუბის” ყოფილმა შემტევმა ემოციური მიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ “რეალის” დატოვება გაუჭირდა. “მტკივნეულია, გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ ყოფილა. კარიერის დასრულება “რეალში” მსურდა, მაგრამ ზოგჯერ მიმართულებები იცვლება. “რეალის” თამაშებს ყოველთვის ვუყურებ და ვუგულშემატკივრებ საუკეთესო […]
ბენზემამ ალ იტიჰადთან შეთანხმებას მიაღწია
მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავი – ქარიმ ბენზემა კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბენზემამ “ალ იტიჰადთან” შეთანხმებას მიაღწია და 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, ბენზემასა და “ალ იტიჰადს” შორის გაფორმებული კონტრაქტი უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება. რომანო ასევე აღნიშნავს, რომ ბენზემას კონტრაქტში, 1 წლით გახანგრძლივების პუნქტიცაა ჩადებული. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბენზემა ყოველწლიურად დაახლოებით $220 მილიონს მიიღებს. […]