ბელენენსეში ბენფიკას წინააღმდეგ 9 ფეხბურთელით თამაშობს, მათგან ორი მეკარეა

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-12 ტურში ,,ბელენენსეში” ლისაბონის ,,ბენფიკას” მასპინძლობს.

მატჩში უცნაური ფაქტი დაფიქსირდა – მასპინძელი გუნდი მოედანზე 9 ფეხბურთელითაა გასული, რომელთაგან ორი მეკარეა. ამის მიზეზი კორონავირუსია – პორტუგალიური პრესის ცნობით, ,,ბელენენსეშის” 17 ფეხბურთელსა და სტაფის წევრს Covid 19-ი დაუდასტურდათ. შესაბამისად, კლუბს დღევანდელ შეხვედრაში არც სათადარიგო მოთამაშეები ჰყავს.

25-ე წუთისთვის ,,ბენფიკა” მეტოქეს 2:0-ს ამარცხებს. მატჩში ანგარიში პირველივე წუთზე გაიხსნა.


ბელენენსეში ბენფიკას წინააღმდეგ 9 ფეხბურთელით თამაშობს, მათგან ორი მეკარეა

სტატიის ავტორი
-