ბელგიამ ერთა ლიგის ფინალური ეტაპისთვის შემადგენლობა დაასახელა

ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, ერთა ლიგის ფინალური ეტაპის მატჩებისთვის 24-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ტურნირის ნახევარფინალურ შეხვედრაში, რომელიც 7 ოქტომბერს ტორინოში გაიმართება, ბელგია საფრანგეთს დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალურ მატჩში კი იტალია ესპანეთს შეხვდება.


ბელგიის ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები – ტიბო კურტუა, კუნ კასტელსი, სიმონ მინოლე, მატც სელსი.

მცველები – ტობი ალდერვეირელდი, დედრიკ ბოიატა, ჯეისონ დენაიერი, იან ვერტონგენი, ტიმოთი კასტანი, ტომა მუნიე.

ნახევარმცველები – იანიკ კარასკო, ტორგან აზარი, ალექსის სალემაკერსი, კევინ დე ბრუინი, ლეანდერ დენდოკერი, იური ტილემანსი, ჰანს ვანაკენი, აკსელ ვიტცელი, შარლ დე კეტელარე, დოდი ლუკებაკიო.

თავდამსხმელები – ედენ აზარი, რომელუ ლუკაკუ, მიში ბატშუაი, ლეანდრო ტროსარდი.


ბელგიამ ერთა ლიგის ფინალური ეტაპისთვის შემადგენლობა დაასახელა

სტატიის ავტორი
-