ბელინგემი  – რეალის მთავარი სამიზნე

Goal.com-ის ინფორმაციით, 2023 წელს, ჯუდ ბელინგემი გუნდის მთავარი სამიზნე იქნება და სავარაუდოდ, ინგლისელი ნახევარმცველი არჩევანს მადრიდულ გრანდზე შეაჩერებს.

კაზემირო – მოდრიჩი – კროოსის ეპოქა დასასრულს უახლოვდება. კაზემირომ გუნდი უკვე დატოვა, მოდრიჩი 37 წლისაა, კროოსი კი მალე 34-ის გახდება. თაობის ცვლის პროცესს “რეალი” წარმატებით ახორციელებს, რადგან ვალვერდემ, ჩუამენიმ და კამავინგამ გუნდთან ადაპტაცია უკვე გაიარეს.

იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნულ ტრიოს ბელინგემიც შეუერთდება, “რეალი” გაუვალ, რკინა-ბეტონის ნახევარდაცვას შექმნის, რომლის მსგავსიც დღევანდელ ფეხბურთში არ მოიძებნება.

ბელინგემი - რეალის მთავარი სამიზნე 1
ცნობისთვის, ბუნდესლიგაში, 2022 წელს, ჯუდ ბელინგემი დუელში 472-ჯერ შევიდა, საიდაც გამარჯვებული 260-ჯერ გამოვიდა.

Goal.com იტყობინება, რომ ბელინგემის შეძენაზე პრეტენზიას “რეალი” და “ლივერპული” აცხადებენ. თუმცა ამ ბრძოლაში, ფავორიტად მადრიდული კლუბია მიჩნეული.

2020 წელს, ახალგაზრდა ნახევარმცველის სანაცვლოდ, “დორტმუნდმა” “ბირმინგემს” €25 მილიონი გადაუხადა. კონტრაქტში აღნიშნული იყო, რომ ბელინგემის სხვა გუნდში გაყიდვის შემთხვევაში, “ბირმინგემი” სატრანსფერო თანხის 5%-ს მიიღებს.

Transfermarkt-ის თანახმად, 19 წლის ცენტრალური ნახევარმცველის ღირებულება დღეს €110 მილიონს შეადგენს.

ბელინგემი – რეალის მთავარი სამიზნე

სტატიის ავტორი
-