ბენფიკას ავტობუსს თავს დაესხნენ – ორი ფეხბურთელი დაშავებულია

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის განახლება “ბენფიკასთვის” წარუმატებელი გამოდგა, “ტონდელასთან” ფრედ (0:0) დასრულებული მატჩის შემდეგ, “ბენფიკას” ავტობუსზე მომხდარი თავდასხმის შედეგად, 2 ფეხბურთელი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსზე თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ფეხბურთელები სტადიონს ტოვებდნენ. ნასროლი ქვების შედეგად, ავტობუსის შუშები ჩაიმსხვრა და 2 ფეხბურთელმა სხეულის დაზიანება მიიღო.

დაშავებულია 24 წლის გერმანელი ნახევარმცველი იულიან ვეიგლი და 23 წლის სერბი ვინგერი ანდრია ჟიჟკოვიჩი. დაშავებული ფეხბურთელები საავადმყოფოში გადაიყვანეს. წყაროს მტკიცებით, ფეხბურთელების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება – ვეიგლმა და ჟიჟკოვიჩმა შუშის ნამსხვრევებისგან სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღეს.

ინციდენტს “ბენფიკასა” და “ტონდელას” ოფიციალური პირები გამოეხმაურნენ, რომელთაც მომხდარი დაგმეს.

ბენფიკას ავტობუსს თავს დაესხნენ – ორი ფეხბურთელი დაშავებულია

სტატიის ავტორი
-