ბენზემა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეოთხე ადგილზე გადავიდა 

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეოთხე საუკეთესო ბომბარდირია.

მერვედფინალის საპასუხო მატჩში, რომელიც “ეტიჰადზე” შედგა, ფრანგმა ფორვარდმა ტურნირზე კარიერაში 65-ე გოლის გატანა შეძლო, რის მერეც რობერტ ლევანდოვსკის გადაასწრო. პოლონელი ფორვარდის მონაგარი 64 გოლია, თუმცა მისი გუნდი – ბენზემასგან განსხვავებით – მიმდინარე სეზონში ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გამოსვლას აგრძელებს.

მათზე მაღლა მხოლოდ სამი ფეხბურთელია, კრიშტიანუ რონალდუ (130), ლიონელ მესი (114) და რაულ გონსალეს ბლანკო (70).

ლევანდოვსკი თავის შეხვედრას 8 აგვისტოს, მიუნხენში, ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ ჩაატარებს. პირველი მატჩი გერმანიის ჩემპიონმა ლონდონში – 3:0 მოიგო.

ბენზემა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეოთხე ადგილზე გადავიდა 

სტატიის ავტორი
-