ბიელსა ბრუნდება – სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია!

“მარსელისა” და “ლიდსის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი – მარსელო ბიელსა, სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მარსელო ბიელსა ურუგვაის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჩაიბარებს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს მტკიცებით, ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსანი – ხორხე კასალესი ადასტურებს, რომ სიტყვიერი შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ბიელსა კონტრაქტს რამდენიმე საათში მოაწერს ხელს.

ბიელსა ბრუნდება – სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია!

სტატიის ავტორი
-