Bild | ხაბი ალონსო ბუნდესლიგის კლუბს ჩაიბარებს

ევროპული ფეხბურთის ლეგენდა – ხაბი ალონსო, ბუნდესლიგის კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს დაიკავებს. აღნიშნულ ინფორმაციას, გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ხაბი ალონსო “გლადბახის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მარკო როზეს ჩაანაცვლებს.

მომდევნო სეზონში, როზე დორტმუნდის “ბორუსიას” უხელმძღვანელებს. ამ წუთისათვის ხაბი ალონსო “რეალ სოსიედადის” სათადარიგო გუნდს წვრთნის – ესპანელის კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში იწურება. “ლივერპულისა” და “რეალის” ყოფილ ვარსკვლავსა და “გლადბახის” მესვეურებს შორის შეთანხმება მიღწეულია, თუმცა კონტრაქტის სრული დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

ბრწყინვალე საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, ალონსო ისეთ გენიალურ მწვრთნელებთან თანამშრომლობდა, როგორიცაა: რაფა ბენიტესი, კარლო ანჩელოტი და პეპ გვარდიოლა. ხაბი ალონსომ “ბაიერნის” მაისურით გერმანიაში 3 სეზონი იასპარეზა – შესაბამისად ბუნდესლიგა მისთვის უცხო არაა.

Bild | ხაბი ალონსო ბუნდესლიგის კლუბს ჩაიბარებს

სტატიის ავტორი
-