ბოლო წუთზე, გიორგი ბერიძის ჯარიმამ ლოკერენს ქულა გადაურჩინა (ვიდეო)

ბელგიის რანგით მეორე ლიგაში, “ლოკერენმა” “ბეერხოსტთან” სტუმრად ფრე 1:1 ითამაშა.

სტუმარ გუნდს ქულა ახალგაზრდა ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი ბერიძემ მოუპოვა, რომელმაც მესამე დამატებულ წუთზე საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

გენტიდანგანათხოვრებულმა 22 წლის შემტევმა ამ სეზონში, ლიგაში უკვე მეხუთე, ხოლო ყველა ტურნირზე მე-14 შეხვედრაში მეექვსე გოლი გაიტანა. ბომბარდირთა დავაში ბერიძე მესამე ადგილზეა.

ლოკერენს” 16 ტურის შემდეგ 14 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მეშვიდე ადგილზეა. უმაღლეს ლიგაში ასასვლელად ბრძოლას სეზონის ბოლოს 6 გუნდი გააგრძელებს.

ბოლო წუთზე, გიორგი ბერიძის ჯარიმამ ლოკერენს ქულა გადაურჩინა (ვიდეო) 1

ბოლო წუთზე, გიორგი ბერიძის ჯარიმამ ლოკერენს ქულა გადაურჩინა (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-