ბოლოს როდის ჰქონდა გატანილი მესის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში?

უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ ეტაპზე “ბარსელონამ” შინ “მანჩესტერ იუნაიტედი” 3:0 დაამარცხა და ორი მატჩის ანგარიშით, (4:0) ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

კატალონიელთა ლიდერმა, ლეო მესიმ აღნიშნულ შეხვედრაში დუბლის შესრულება მოახერხა და ინგლისური გუნდების წინააღმდეგ ჩატარებულ 32 მატჩში თავი 24-ჯერ გამოიჩინა.

უნდა აღინიშნოს, რომ ლეომ დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების მშრალი სერია შეწყვიტა – ბოლოს მას გოლი ამ ეტაპზე 2013 წელს, “პსჟ”-ს კარში ჰქონდა გატანილი.

ასევე საინტერესოა, რომ “ბარსელონამ” ყველა იმ ორ რაუნდიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა, რომელშიც არგენტინელმა ბურთი გაიტანა.

ბოლოს როდის ჰქონდა გატანილი მესის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში?

სტატიის ავტორი
-