ბორის ჯონსონი: “ინგლისი მზადაა, 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს”

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ინგლისი მზადაა, ევრო 2020-ის მეტ მატჩს უმასპინძლოს. ასევე, ჯონსონი მიიჩნევს, რომ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ინგლისში უნდა ჩატარდეს და ამისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს.

ევრო 2020-ის 7 მატჩი (მათ შორის ნახევარფინალური მატჩები და ფინალი) ინგლისში, ლეგენდარულ “უემბლიზე” გაიმართება.

ბრიტანულ The Sun-თან საუბრისას, ჯონსონმა აღნშნა, რომ ფეხბურთი სამშობლოში 2030 წელს უნდა დაბრუნდეს.

“ჩემი აზრით, ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის სწორედ რომ შესაბამისი ადგილია: ეს ფეხბურთის სამშობლოა. შესანიშნავი იქნება, თუკი ტურნირი ინგლისში გაიმართება”, – აღნიშნა მან.


ბორის ჯონსონი: "ინგლისი მზადაა, 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს" 1

ჯონსონმა ევრო 2020-თან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა: “ჩვენ ევროპის ჩემპიონატის მატჩებს ვმასპინძლობთ და თუკი უეფა გადაწყვეტს, რომ ჩვენთან მეტი მატჩი უნდა გაიმართოს,  ჩვენ ამისთვის მზადყოფნას ვაცხადებთ”, – განაცხადა პრემიერმა.


ევრო 2020

COVID-19-თან დაკავშირებული პრობლემების გამო, ევროპის ჩემპიონატი 1 წლით გადაიდო და მიუხედავად იმისა, რომ ტურნირი 2021 წელს გაიმართება, ისტორიაში ის მაინც ევრო 2020-ის სახელით დარჩება.

ტურნირი 2021 წლის 11 ივნისს აიღებს სტარტს და 11 ივლისამდე გაგრძელდება. მატჩებს ევროპის 12 ქალაქი უმასპინძლებს.

ევრო 2020 და 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატი

“უემბლი” ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის 3 მატჩს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას ინგლისის ეროვნული ნაკრები მიიღებს. ასევე, “უემბლიზე” მერვედფინალის, ნახევარფინალისა და ფინალის მატჩები გაიმართება.

ვაქცინაციის წარმატებული პროგრამის შედეგად, დიდი ბრიტანეთის მთავრობა დარწმუნებულია, რომ ინგლისში ევრო 2020-ის ჩატარება უსაფრთხო იქნება. ბრიტანელები ამტკიცებენ, რომ ზუსტად 21 ივნიდამდე, ეკონომიკის სრული აღდგენა შესაძლებელი იქნება.

რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს: 1966 წლის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის მთავრობა ადგილობრივ საფეხბურთო ფედერაციას მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებასთანდაკავშირებით მხარდაჭერას არ უცხადებდა. ახლა კი, ბრიტანელებს სურთ, რომ ყველაზე მასშტაბურ საფეხბურთო მოვლენას ირლანდიასთან ერთად უპასპინძლონ.

ბორის ჯონსონი: “ინგლისი მზადაა, 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს”

სტატიის ავტორი
-