ბრაზილიური მედია: კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს

მომავალი სეზონის დასრულების შემდეგ, კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება. ინფორმაციას Globo ავრცელებს.

წყაროს ცნობით, იტალიელი სპეციალისტი ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტს, ედნალდო როდრიგეშს ესპანეთში ორჯერ შეხვდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ანჩელოტი ,,სელესაოს” 2024 წლის ზაფხულში ჩაიბარებს.

ამისთვის კარლო მომავალი წლის იანვარში მადრიდის ,,რეალის” ხელმძღვანელობას შეატყობინებს, რომ ,,სამეფო გუნდთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.

გუნდიდან ტიტეს წასვლის შემდეგ, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ანჩელოტის გარდა, ზინედინ ზიდანი და პეპ გვარდიოლაც დაუკავშირეს.

https://twitter.com/brfootball/status/1670833010336227328

ბრაზილიური მედია: კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს

სტატიის ავტორი
-