BREAKING | იუვენტუსმა პირლო გაათავისუფლა!

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსის” მესვეურებმა ანდრეა პირლო გაათავისუფლეს. პირლოს გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია, “ბიანკონერის” Twitter-ის გვერდზე განთავსდა.

მიუხედავად იმისა, რომ “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, 2020/21 წლების სეზონი ნეგატიურად შეფასდა. ზედიზედ 9-წლიანი ტრიუმფის შემდეგ, ტურინულმა გრანდმა სერია ა-ში მეოთხე ადგილი დაიკავა და ჩემპიონ “ინტერს” 13 ქულით ჩამორჩა. გავრცელებული ინფორმაციით, “ბიანკონერის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ანდრეა პირლოს მასიმილიანო ალეგრი ჩაანაცვლებს. ალეგრის ოფიციალური წარდგენა უახლოეს დღეებში იგეგმება.

BREAKING | იუვენტუსმა პირლო გაათავისუფლა!

სტატიის ავტორი
-