ბრიტანეთის პრემიერის თქმით, მას ლივერპულის დონის ქამბექი ექნება

“ლივერპული” – “ბარსელონას” საოცარი დაპირისპირების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საინტერესო ფაქტი მოხდა – დებატებისას ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, ჯერემი კორბინმა, ბრიტანეთის პრემიერს შემდეგი წინადადებით მიმართა:

“ლივერპულის მიერ ნათამაშები საოცარი თამაშის შემდეგ, იქნებ პრემიერმა რჩევა იურგენ კლოპს ჰკითხოს, თუ როგორ მივაღწიოთ ევროპაში კარგ შედეგს,” აღნიშნა კორბინმა.

კორბინის სიტყვები ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ხანგრძლივ მოლაპარაკებას ეფუძნებოდა -2016 წელს დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირისგან გამოყოფასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩაატარა და მოსახლეობის მცირე უმრავლესობამ (51.89%) ევროკავშირისგან გამოყოფას (BREXIT) დაუჭირა მხარი. თუმცა აღნიშნული პოლიტიკური პროცესი იმაზე გაცილებით რთული და ხანგრძლივი აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან იყო ნავარაუდევი.

თავის მხრივ, კორბინის სიტყვებს ბრიტანეთის პრემიერმა, ტერეზა მეიმ ასე უპასუხა: “ლივერპულისა და ბარსელონას შორის დაპირისპირებას ასე უნდა განვიხილოთ: როდესაც ზოგიერთის აზრით, ყველა შანსი დაკარგულია, ევროპარლამენტარები ჩვენს წინააღმდეგ არიან განწყობილები, დამარცხების აღიარებაა საჭირო და ასე შემდეგ, რეალურად ჩვენ კვლავ შეგვიძლია გამარჯვების მოპოვება,” განაცხადა ტერეზა მეიმ.

ბრიტანეთის პრემიერის თქმით, მას ლივერპულის დონის ქამბექი ექნება

სტატიის ავტორი
-