ბრუნო ფერნანდეშმა მაკედონიელი ფეხბურთელი საქართველოსთან მატჩის წინ გაამხნევა

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა სტეფან რისტოვსკიმ, საქართველოსთან გასამართი უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ, თავისი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის მიერ შექმნილი სამოტივაციო ვიდეო Instagram-ის პირად გვერდზე განათავსა.

მოგვიანებით, სოციალურ ქსელში ჩვენთვის კარგად ნაცნობ ფეხბურთელს, რომელმაც თბილისურ მატჩში (1:1) გოლიც გაგვიტანა, “მანჩესტერ იუნაიტედის” და პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავმა ბრუნო ფერნანდეშმა კომენტარი დაუწერა და ისტორიულ შეხვედრაში წარმატება უსურვა.

გგულშემატკივრობ და ეს შენ იცი“, – წერს “წითელი ეშმაკების” ნახევარმცველი.

ბრუნო ფერნანდეშმა მაკედონიელი ფეხბურთელი საქართველოსთან მატჩის წინ გაამხნევა 1

ბრუნო ფერნანდეში და სტეფან რისტოვსკი ერთად ლისაბონის “სპორტინგში” 2017-20 წლებში თამაშობდნენ და ორჯერ ლიგის თასი, ერთხელ კი პორტუგალიის თასი მოიგეს.

 

View this post on Instagram

 

#zaedno#do#kraj 🇲🇰

A post shared by Stefan Ristovski (@stefan_ristovski_13) on

ბრუნო ფერნანდეშმა მაკედონიელი ფეხბურთელი საქართველოსთან მატჩის წინ გაამხნევა

სტატიის ავტორი
-