ბუნდესლიგის მოთამაშეებმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინეს

ბუნდესლიგაში მოთამაშეთა უმრავლესობას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი მიაჩნია. ინფორმაციას kicker-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პოლონელი საუკეთესოდ გამოკითხულ ფეხბურთელთა 43,2%-მა დაასახელა. მეორე ადგილზე ,,ლივერპულის” შემტევი, მოჰამედ სალაჰი გავიდა (20,5%), მესამეზე კი ,,ოქროს ბურთის” 7-გზის მფლობელი, ლეო მესი.

მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკის ანგარიშზე ,,ბაიერნის” მაისურით ჩატარებულ 25 შეხვედრაში 30 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

,,ოქროს ბურთის” წლევანდელ გამოკითხვაში 33 წლის თავდამსხმელმა 580 ხმით მეორე ადგილი დაიკავა და მესის 33 ხმით ჩამორჩა.

ბუნდესლიგის მოთამაშეებმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინეს

სტატიის ავტორი
-