ბუფონი ფაბრეგასს: ,,ვნახოთ, შეძლებ თუ არა ჩემთვის კიდევ ერთი გოლის გატანას”

სესკ ფაბრეგასის ,,კომოში” გადასვლას, ,,პარმას” მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი გამოეხმაურა, რომელმაც ესპანელს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა:

,,შენი მოედანზე კიდევ ერთხელ ხილვა სასიამოვნო იქნება. კეთილი იყოს შენი მობრძანება იტალიაში, ჩემპიონო! ხელგაშლილი გელოდებით!

P.S. ვნახოთ, შეძლებ თუ არა ჩემთვის კიდევ ერთი გოლის გატანას,” – წერს ბუფონი ტვიტერის პირად გვერდზე.


ფაბრეგასი, რომელმაც ბოლო 4 სეზონი ,,მონაკოში” გაატარა, ,,კომოს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და იტალიურ კლუბთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

მომავალ სეზონში ფაბრეგასისა და ბუფონის გუნდები სერია ბ-ში იასპარეზებენ.


ბუფონი ფაბრეგასს: ,,ვნახოთ, შეძლებ თუ არა ჩემთვის კიდევ ერთი გოლის გატანას”

სტატიის ავტორი
-