UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი დაიწყო.
პირველ შეხვედრაში “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ “ოლდ ტრაფორდზე” “პარი სენ-ჟერმენი” მიიღო და 0:2 დამარცხდა. შეხვედრა მნიშვნელოვანი აღმოჩნდა “პსჟ”-ს ლეგენდარული მეკარისთვის, ჯანლუიჯი ბუფონისთვის.
ბუფონზე უკეთესი სტატისტიკა და უფრო მეტი მშრალად შენახული კარი მხოლოდ ერთ მეკარეს აქვს. იკერ კასილასმა კარის მშრალად შენახვა 57 შეხვედრაში შეძლო, ხოლო ედვინ ვან დერ საარს ბუფონის მსგავსად 50 მატჩში არ გაუშვია ბურთი.