ბუფონმა საოცარი სტატისტიკა დააფიქსირა – 500 მშრალად შენახული კარი

44 წლის ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ – ჯანლუიჯი ბუფონმა, საოცარი სტატისტიკა დააფიქსირა და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში გახდა ერთადერთი მეკარე, რომელმაც კარიერაში კარი მშრალად 500-ჯერ შეინახა.

სერია B-ს გასულ ტურში, “პარმა” “ბენევენტოს” ესტუმრა და მატჩი უგოლო ფრედ 0:0 დასრულდა, 44 წლის ჯიჯიმ კი კარი მშრალად შეინახა. 2022 წლის 5 თებერვალს,  ბუფონი პირველი მეკარე გახდა ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც 500 ოფიციალურ თამაშში, გოლი არ გაუშვა.

ამ 500 მატჩიდან, კარი მშრალად “იუვენტუსში” 322-ჯერ შეინახა, 92-ჯერ “პარმაში”, 9-ჯერ “პსჟ”-ში, 77-ჯერ კი იტალიის ეროვნულ ნაკრებში.

ასევე შეგახსენებთ, რომ ჯიჯიმ რამდენიმე დღინ წინ განაცხადა, რომ იგი თამაშს 50 წლამდე აპირებს და მზად არის, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე კვლავ ითამაშს.

 

ბუფონმა საოცარი სტატისტიკა დააფიქსირა – 500 მშრალად შენახული კარი

სტატიის ავტორი
-