Calciomercato: ევროპა ლიგის დარჩენილ მატჩებს გერმანია უმასპინძლებს

იტალიური სპორტული ტაბლოიდის – Calciomercato-ს მტკიცებით, ევროპა ლიგის დარჩენილ მატჩებს გერმანია უმასპინძლებს. გავრცელებული ინფორმაციით, UEFA-ს ევროპა ლიგის დარჩენილი მატჩები კიოლნში, დუისბურგსა და დიუსელდორფში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ევროპა ლიგის განახლების ერთ-ერთ ლოკაციად პორტუგალიაც ითვლება. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ევროპა ლიგი მინი ტურნირის ფორმატით განახლდებოდა და მას ლისაბონი უმასპინძლებდა.

ევროპა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის უკანასკნელი მატჩები 13 მარტს გაიმართა. კორონავირუსის პანდემიის შედეგად, ევროპის რანგით მეორე საკლუბო საფეხბურთო ჩემპიონატი ამ წუთისათვის შეჩერებულია.

Calciomercato: ევროპა ლიგის დარჩენილ მატჩებს გერმანია უმასპინძლებს

სტატიის ავტორი
-