ჩაბი ალონსო ევროპულ გრანდს გაწვრთნის?

ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი ჩაბი ალონსო შესაძლოა მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი გახდეს.

France Football-ის ინფორმაციით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ზამთარში ერიკ ტენ ჰაგი ბავარიული გრანდის ჩაბარებაზე უარს იტყვის.

ამჟამად, “რეკორდმაისტერრის” მადრიდის “რეალის”, “ლივერპულის” და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მცველი “რეალ სოსიედადში” მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს – ბასკურ კლუბში მან კარიერა დაიწყო.

ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული “ბაიერნში” 2014-17 წლებში გამოდიოდა და სამჯერ გერმანიის ჩემპიონი, თითო-თითოჯერ კი ქვეყნის თასისა და სუპერთასის მფლობელი გახდა.

ჩაბი ალონსო ევროპულ გრანდს გაწვრთნის?

სტატიის ავტორი
-