ჩეხის კარიერის დასრულებას იკერ კასილასი გამოეხმაურა

ლონდონის “არსენალის” კიპერის, პეტერ ჩეხის კარიერა დასრულებულია! მან უკანასკნელი შეხვედრა უეფას ეგიდით ჩატარებული ევროპა ლიგის ფინალში, ყოფილი კლუბის ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ გამართა, რომელშიც “არსენალი” ანგარიშით – 4:1 დამარცხდა.

ლეგენდარული 37 წლის მეკარე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის შემდეგ ლონდონის “ჩელსის” სპორტული დირექტორის პოზიციას დაიკავებს, თუმცა ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

ჩეხის კარიერის დასრულებას იკერ კასილასი გამოეხმაურა: “გილოცავ! შენ საუკეთესო კარიერა გქონდა! ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ ჩემო მეგობარო”.

 

ჩეხის კარიერის დასრულებას იკერ კასილასი გამოეხმაურა

სტატიის ავტორი
-