ჩელსი სანჩოს შეძენასთან ახლოს არის

ჯეიდონ სანჩო მთელი მსოფლიოს ყურადღებას იქცევს. ინგლისელი შესანიშნავად გამოიყურება “დორტმუნდის ბორუსიაში.”

სხვადასხვა ინტერვიუებში სანჩო ყოველთვის ახსენებდა, რომ  ლონდონის “ჩელსი” ძალიან მოწონს და ბავშვობიდან გულშემატკივრობს.

“The Sun-ზე” დაყრდნობით ლონდონელები ყველაზე ახლოს არიან ტრანსფერთან. “არისტოკრატებს” კონკურენციას “ლივერპული” და “მანჩესტერ იუნაიტედი” უწევენ, თუმცა თავად ჯეიდონს ჩელსიში სურს კარიერის გაგრძელება.

სახელდება ტრანსფერის თანხა – 120 მილიონი ევრო.

ცნობილია, რომ “ჩელსის” სატრანსფერო ბანი მოეხსნა და უკვე იანვარში შეეცდებიან ტოპ ტრანსფერების გაკეთებას.

ჩელსი სანჩოს შეძენასთან ახლოს არის

სტატიის ავტორი
-