ჩელსიმ FIFA-ში შეტანილ აპელაციაზე პასუხი მიიღო

როგორც იცით, ლონდონის “ჩელსი” FIFA-მ არასრულწლოვანი ფეხბურთელების წესების დარღვევით გაფორმების გამო დასაჯა.

ინგლისურ გუნდს ჯარიმის სახით 460000 ფუნტი სტერლინგის გადახდა მოუწევს. ამასთან ერთად, “ჩელსი” 1 წლის განმავლობაში ტრანსფერებს ვეღარ განახორციელებს.

“ლურჯები”, რომლებიც ბრალდებას სასტიკად უარყოფდნენ, FIFA-ში ცოტა ხნის წინ აპელაცია შეიტანეს. ფეხბურთის მმართველმა ორგანომ “ჩელსის” აპელაცია არ დააკმაყოფილა და “არისტოკრატებს” სატრანსფერო ბანი დაუტოვა.

ჩელსიმ FIFA-ში შეტანილ აპელაციაზე პასუხი მიიღო

სტატიის ავტორი
-