ჩელსისთვის ჩემპიონთა ლიგა ანტირეკორდით დასრულდა 

ლონდონის “ჩელსი” ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალური ეტაპიდან დაემშვიდობა. ეს მას შემდეგ, რაც “არისტოკრატებმა” მიუნხენის “ბაიერნთან” ორივე მატჩი სამბურთიანი სხვაობით (0:3, 1:4) წააგეს.

ამ მატჩის შემდეგ, ფრენკ ლამპარდის გუნდმა ანტი-რეკორდი მიიღო – “ლურჯებმა” მსოფლიოს მთავარი საკლუბო ტურნირის ამ სეზონში 16 გოლი გაუვშეს, ამაზე მეტი მათ არასდროს მიუღიათ.

მაქსიმალური რაოდენობისა იმ გოლებისა, რომელიც “ჩელსის” კარში, ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში გასულა, 14-ს უდრის.

ლონდონელებს ტურნირში მონაწილეობა შემდეგ სეზონშიც განაღდებული აქვთ, რადგანაც გუნდმა პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილი დაიკავა.

ჩელსისთვის ჩემპიონთა ლიგა ანტირეკორდით დასრულდა 

სტატიის ავტორი
-