ანტუან გრიზმანმა კარიერა შესაძლოა ბილბაოს ატლეტიკში გააგრძელოს

ანტუან გრიზმანი შესაძლოა ბილბაოს “ატლეტიკში” დაბრუნდეს.

ესპანური პრესის ცნობით, “ატლეტიკის” ყოფილ მწვრთნელს, მარსელო ბიელსას კლუბში ფეხბურთელის ხილვა სურს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ არგენტინელი სპეციალისტი ახალი სეზონიდან კვლავ ბილბაოში დაბრუნდება.

31 წლის ფრანგი შემტევი ახლა “ატლეტიკოში” იჯარით თამაშობს და მადრიდულ კლუბს შეუძლია, რომ გრიზმანი 40 მილიონ ევროდ გამოისყიდოს.

აღსანიშნავია, რომ ანტუანი კარიერის საწყის ეტაპზე “ატლეტიკში” ირიცხებოდა.

2021/22 სეზონში გრიზმანმა “ატლეტიკოს” შემადგენლობაში 39 მატჩი ჩაატარა – მის ანგარიშზე 8 გოლი და 7 ასისტია. ფრანგს “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

 

ანტუან გრიზმანმა კარიერა შესაძლოა ბილბაოს ატლეტიკში გააგრძელოს

სტატიის ავტორი
-