აქსელ ვიტსელი კარიერას მადრიდის ატლეტიკოში გააგრძელებს

მადრიდის ,,ატლეტიკოს” პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ, დაადასტურა, რომ მის გუნდს დორტმუნდის ,,ბორუსიას” ყოფილ ნახევარმცველთან, აქსელ ვიტსელთან, კონტრაქტი ფაქტობრივად შეთანხმებული აქვს:

,,ჩვენ უკვე გვყავს ვიტსელი, პრაქტიკულად ყველაფერი მზადაა. მოცდა რამდენიმე დღე ან კვირა მოგვიწევს და ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება. ახლა მცველს ვეძებთ,” – განაცხადა სერესომ.


ვიტსელმა გასული სეზონის დასრულების შემდეგ დორტმუნდის ,,ბორუსია” დატოვა და ახლა თავისუფალი აგენტია.

2021-2022 წლების სეზონში ბელგიელმა გერმანული გუნდის მაისურით ჩატარებულ 40 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

აქსელ ვიტსელი კარიერას მადრიდის ატლეტიკოში გააგრძელებს

სტატიის ავტორი
-