დორტმუნდის 15 წლის ფეხბურთელმა მესისგან საჩუქარი მიიღო

დორტმუნდის “ბორუსიას” კამერუნელი ტალანტი, უსუფა მუკოკო გუშინ 15 წლის გახდა.

დაბადების დღეზე ახალგაზრდა ფეხბურთელს საჩუქარი თვით ლეო მესიმ გაუგზავნა. მუკოკომ ამის შესახებ ფოტო სოციალურ ქსელში შემდეგი წარწერით განათავსა

“ღმერთო ჩემო! ეს საჩუქარი ჩემი კუმირისგან მივიღე. ლეო მესი, დიდი მადლობა.”

დორტმუნდის 15 წლის ფეხბურთელმა მესისგან საჩუქარი მიიღო 1

15 წლის კამერუნელი თავდამსხმელი საფეხბურთო სამყაროსთვის ცნობილი წინა წელს, დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდულ გუნდში თამაშისას გახდა. აღსანიშნავია, რომ მისი დებიუტი გერმანელთა U17 გუნდში ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში შედგა.

დორტმუნდის 15 წლის ფეხბურთელმა მესისგან საჩუქარი მიიღო

სტატიის ავტორი
-