ოფიციალურად: ლა ლიგის ერთ-ერთი მატჩი ამერიკაში გაიმართება

ესპანეთის ლა ლიგის 21-ე ტურის შეხვედრა “ბარსელონასა” და “ჟირონას” შორის აშშ-ში, კერძოდ, მაიამიში, “ჰარდ როკ სთედიუმზე” გაიმართება.

აღნიშნულ ინფორმაციას ლა ლიგის ვებგვერდი ადასტურებს და გადაწყვეტილებას ხელს აწერენ ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი და “ბარსელონასა” და “ჟირონას” ხელმძღვანელები ხოსეპ ბართომეუ და დელფი გელი.

აღნიშნული მატჩი 27 იანვარს გაიმართება.

ოფიციალურად: ლა ლიგის ერთ-ერთი მატჩი ამერიკაში გაიმართება

სტატიის ავტორი
-