მადრიდის ,,რეალის” თავდამსხმელმა, ქარიმ ბენზემამ, განაცხადა, რომ ,,ოქროს ბურთის” მოგება მისი ბავშვობის ოცნებაა: ,,ოქროს ბურთის მოგებაზე ბავშვობიდან ვოცნებობ. ჩემი კუმირები – რონალდო და ზინედინ ზიდანი ,,რეალში” გადმოვიდნენ და ჯილდოს მოგება შეძლეს. დიახ, ამაზე მეც ვფიქრობ და ახლა ამისგან არც ისე შორს ვარ,” – ბენზემას სიტყვებს Eurosport-ი ციტირებს. წელს ,,ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონია 29 ნოემბერს გაიმართება. […]