ლიონელ მესი კვლავინდებურად ტრავმირებულია და “პსჟ-ს” დახმარებას ვერც საფრანგეთის ჩემპიონატის მერვე ტურის შეხვედრაში მოახერხებს, რომელშიც პარიზული გრანდი “მონპელიეს” დაუპირისპირდება.
ამის შესახებ ინფორმაციას თავად “პარი სენ-ჟერმენი ავრცელებს. დედაქალაქური კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ვარჯიში მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა და გუნდს უახლოეს შეხვედრაში ვერ დაეხმარება.
Lionel Messi missed PSG training again today due to a knee injury 🤕 pic.twitter.com/CJJsx4KmP6
— Goal (@goal) September 24, 2021
34 წლის შემტევი, რომელიც პარიზელებს მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა, ჯერჯერობით საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას ვერ ახერხებს და უკვე ჩატარებულ სამ მატჩში ეფექტური ქმედებით თავის გამოჩენა ვერ მოახერხა. 6 ოქროს ბურთის მფლობელს “პსჟ-სთან” კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.