ლუის ენრიკე: ,,ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა”
,,პარი სენ ჟერმენის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, მისი გუნდის მთავარ მიზანზე ისაუბრა: ,,ზეწოლა მომწონს. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს მეტოქეებს მეტი გამოცდილება აქვთ, არ ნიშნავს, რომ მათ დონეზე ვერ ვიქნებით. ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩვენი მიზანია. იყო ამბიციური, ეს კარგია. ჩემი სტილი ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. ვიყავი ფეხბურთელი, ვთამაშობდი ,,ბარსელონაში”, დიდ გუნდებში მიმუშავია, ვიცი, რომ ფეხბურთელები […]
ESPN-მა გასული სეზონის 10 საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
ESPN-ის ვერსიით, 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად პეპ გვარდიოლა დასახელდა. გამოკითხვა 50 ჟურნალისტს შორის მიმდინარეობდა. გასულ სეზონში ,,მანჩესტერ სიტიმ” პეპის ხელმძღვანელობით პრემიერლიგის, ინგლისის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო, რითაც ტრებლი შეასრულა. ტოპ სამეულში, ასევე, კარლო ანჩელოტი (რეალი) და ლუჩიანო სპალეტი (ნაპოლი) მოხვდნენ. 10 საუკეთესო მწვრთნელი ESPN-ის ვერსიით: პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი) კარლო ანჩელოტი (რეალი) […]
ალ-ხელაიფი: ,,მბაპე უფასოდ ვერ წავა, ეს შეუძლებელია”
,,პარი სენ ჟერმენის” პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ, კილიან მბაპეს მომავლის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა: ,,ჩემი პოზიცია გასაგებია. ყოველ ჯერზე ამის გამეორება არ მსურს: ჩვენ გვინდა, რომ კილიანი ,,პსჟ-ში” დარჩეს. მაგრამ, თუ იგივე მბაპესაც სურს, მაშინ მან გუნდთან ახალი კონტრაქტი უნდა გააფორმოს. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და უფასოდ ვერ წავა, ეს შეუძლებელია. ის თავად ამბობდა, რომ უფასოდ […]
ბრაზილიის მთავრობამ ნეიმარი 3.3 მილიონი დოლარით დააჯარიმა
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრაზილიის მთავრობამ ნეიმარი 3.3 მილიონი დოლარით დააჯარიმა. მიზეზი სახლის ეზოში ხელოვნური ტბის უნებართვოდ მოწყობა გახდა. ფეხბურთელს შინ რამდენიმე გარემოს დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელი ეწვია, რომლებმაც ბევრი დარღვევა აღმოაჩინეს. ნეიმარს ყველაფრის მოსაგვარებლად გარკვეული დრო მისცეს, თუმცა, “პსჟ-ს” შემტევმა პრობლემის მოსაგვარებლად თავი არ შეიწუხა და სოციალურ ქსელში წვეულების ფოტოებიც გაავრცელა, რომელიც ამ ტბაზე იყო გამართული. […]
პარი სენ-ჟერმენმა კრისტოფ გალტიესთან თანამშრომლობა გაწყვიტა
“პარი სენ-ჟერმენმა” და კრისტოფ გალტიემ, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტი გაწყვიტეს. პარიზულმა კლუბმა ფრანგ სპეციალისტს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. “მთელი “პარი სენ-ჟერმენი” კრისტოფ გალტიესა და მის თანაშემწეებს, სეზონის განმავლობაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და ერთგულებისთვის მადლობას ვუხდით. მთელი გულით ვუსურვებთ წარმატებებს მათ კარიერაში.” – წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში. პარიზულ კლუბთან ერთად გალტიემ საფრანგეთის ჩემპიონატი და საფრანგეთის სუპერ თასი […]
ერნანდესმა პარი სენ-ჟერმენთან პერსონალური პირობები შეათანხმა
“პარი სენ-ჟერმენი” ლუკას ერნანდესის ტრანსფერის განხორციელების ზღვარზეა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პარიზულ და მიუნხენურ გრანდებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია. ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ ერნანდესსა და “პარი სენ-ჟერმენს” შორის პერსონალური პირობები შეთანხმებულია და ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ პარიზში სურს გადასვლა.
მადრიდის რეალი 9-ნომრიან მაისურს მბაპესთვის ინახავს
,,რეალში” სურთ, რომ კილიან მბაპემ მადრიდულ გუნდში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშოს. ინფორმაციას Goal.com-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ,,სამეფო კლუბი” ტრანსფერს ამ ზაფხულში დახურავს და ფრანგი ვარსკვლავის სანაცვლოდ 200 მილიონ ევროზე მეტს გადაიხდის. როგორც Espn-ი წერს, ესპანეთში გადასვლა თავად კილიანსაც სურს, სწორედ ამიტომ მან პარიზულ გუნდს კონტრაქტის 2025 წლამდე გახანგრძლივებაზე უარი უთხრა. ბოლოს ,,რეალში” 9-ნომრიანი მაისურით კარიმ ბენზემა […]
,,ამის ახსნა არ შემიძლია” – პარედესი პსჟ-ს ქომაგების მხრიდან მესისა და მის მიმართ დამოკიდებულებაზე
,,პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველმა, ლეანდრო პარედესმა, რომელმაც გასული სეზონი ტურინის ,,იუვენტუსში” გაატარა, პარიზული გუნდის გულშემატკივრების მხრიდან ლეო მესისა და მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა: ,,რატომ გვექცეოდნენ პსჟ-ს ქომაგები მესის და მე ასე? არ ვიცი, პარიზში 4 წელი გავატარე და იქ ყოფნა ძალიან მომწონდა. ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩავატარეთ, ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავით… გულშემატკივრების რეაქციის ახსნა […]
ლუის ენრიკე პარი სენ ჟერმენის მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,ბარსელონას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, შესაძლოა, ,,პსჟ” ჩაიბაროს. ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს. გამოცემის ცნობით, იულიან ნაგელსმანთან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, ესპანელი სპეციალისტი პარიზული გუნდის მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის უმთავრესი კანდიდატია. როგორც L’Equipe წერს, ,,პარი სენ ჟერმენში” ხაბი ალონსოსა და ტიაგო მოტას ვარიანტებსაც განიხილავენ, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა მხარს ლუის ენრიკეს უჭერს.
პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტი მოჰამედ სალაჰს შეხვდა
Sports Zone-ის ცნობით, “პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი მაროკოში “ლივერპულის” ფორვარდს მოჰამედ სალაჰს შეხვდა. როგორც ჩანს პარიზული კლუბი სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას აპირებს. “პსჟ-ს” თითქმის ყველაფერი დასრულებული აქვს უგარტესთან და ასენსიოსთან. პარიზელები ასევე ბერნარდუ სილვას დამატებასაც ცდილობენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნასერ ალ-ხელაიფი მესის შემცვლელად სწორედ სალაჰს მოიაზრებს. აღსანიშნავია, რომ პარიზული კლუბის პრეზიდენტსა და ეგვიპტელ შემტევს […]
მბაპე რონალდუსა და მესიზე: ,,ისინი მარადიულები არიან”
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის” შემტევს, კილიან მბაპეს, ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ჰკითხეს: – მესიმ და რონალდუმ დიდი ფეხბურთი დატოვეს… იწყება მბაპეს და ჰოლანდის ეპოქა, თუ ყველაფერი სხვაგვარად იქნება? – საკითხს ასე არ უნდა შევხედოთ. როცა ორი ისეთი ფეხბურთელი, როგორიც მესი და რონალდუა, ასეთი დონის შენარჩუნებას ამდენი ხნის განმავლობაში ახერხებს, ეს […]
პსჟ კილიან მბაპეს 150 მილიონ ევროდ აფასებს
,,პარი სენ ჟერმენი” კილიან მბაპეს ტრანსფერში 150 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს. ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, პარიზში ფეხბურთელის ამ ზაფხულშივე გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავენ, რათა კილიანმა მომავალ წელს გუნდი, თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ არ დატოვოს. გუშინ ფრანგულ მედიაში დაიწერა, რომ მბაპემ ,,პსჟ-ს” კონტრაქტის 2025 წლამდე გახანგრძლივებაზე უარი უთხრა, თუმცა დღეს ფეხბურთელმა გავრცელებული ინფორმაცია თავად უარყო. გასულ […]