ლუის ენრიკე პარი სენ ჟერმენის მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,ბარსელონას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, შესაძლოა, ,,პსჟ” ჩაიბაროს. ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, იულიან ნაგელსმანთან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, ესპანელი სპეციალისტი პარიზული გუნდის მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის უმთავრესი კანდიდატია.

როგორც L’Equipe წერს, ,,პარი სენ ჟერმენში” ხაბი ალონსოსა და ტიაგო მოტას ვარიანტებსაც განიხილავენ, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა მხარს ლუის ენრიკეს უჭერს.

ლუის ენრიკე პარი სენ ჟერმენის მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია

სტატიის ავტორი
-