პსჟ-მ მარსელი დაამარცხა – პოჩეტინოს პირველი ტიტული სამწვრთნელო კარიერაში 

14 იანვარს, საფრანგეთის სუპერთასის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც “პარი სენ-ჟერმენმა” “მარსელი” ლენსში, ნეიტრალურ არენაზე გამართულ მატჩში – 2:1 დაამარცხა.

პარიზელთაგან გოლების ავტორები მაურო იკარდი და ნეიმარი გახდნენ, ხოლო “ოლიმპიკის” მხრიდან ერთი ბურთი დიმიტრი პაიემ გაქვითა.

ეს მაურისიო პოჩეტინოსთვის “პსჟ-ს” მთავარი მწვრთნელის რანგშიც და მთლიანად კარიერაში პირველი ტიტული გახლდათ.

ლიგა 1-ში დედაქალაქელებს 39 ქულა აქვთ და ლიდერ “ლიონს” 1 ქულით ჩამორჩებიან.

პსჟ-მ მარსელი დაამარცხა – პოჩეტინოს პირველი ტიტული სამწვრთნელო კარიერაში 

სტატიის ავტორი
-