ახალი კონტრაქტის მიხედვით, რეშფორდი კვირაში £300,000-ს მიიღებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდასხმელმა, მარკუს რეშფორდმა, გუნდთან ახალი, 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, მისი ყოველკვირეული ანაზღაურება £300,000-ს შეადგენს.

გასულ სეზონში, 21 წლის რეშფორდი ყოველკვირეულად £80,000-ს გამოიმუშავებდა, ახლა კი მისი ანაზღაურება პოლ პოგბას შემოსავალს გაუტოლდა.

რეშფორდი მანჩესტერში 2016 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდში ჩატარებულ 170 მატჩში, ახალგაზრდა ინგლისელმა 45 გოლის გატანა და 26 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

ახალი კონტრაქტის მიხედვით, რეშფორდი კვირაში £300,000-ს მიიღებს

სტატიის ავტორი
-